თბილისის ღია უნივერსიტეტი საქართველოს 600 სკოლას და მათ აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის, ონლაინ სა...
გააგრძელე კითხვათბილისის ღია უნივერსიტეტი 2002 წელს დაარსდა. საგანმანათლებლო სივრცეში 17- წლიანი გამოცდილების შედეგად, დღეს ჩვენთან წარმატებით ფუნქციონირებს ბიზნესის და ინჟინერიის, სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა და მედიცინის სკოლები. 2017 წლიდან თოუს უპირატესობებს დაემატა ულტრათანამედროვე ახალი კამპუსი თბილისის ცენტრში, რომელიც სრულყოფილადაა აღჭურვილი თანამედროვე მატერიალურ- ტექნიკური ბაზით. ინფრასტრუქტურასთან აბსოლუტურ შესაბამისობაშია საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებსაც ზურგს უმაგრებს კვალიფიციური აკადემიური და მოწვეული პერსონალი. უნივერსიტეტს აქვს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სრული ავტორიზაცია.
უნივერსიტეტს აქვს 2018 წლის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სრული ავტორიზაცია. ყველა საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულია და ფინანსდება სახელმწიფო გრანტით;
ახალი კამპუსი თბილისის ცენტრში უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარეობს. შენობა მთლიანად მორგებულია სტუდენტებზე, აღჭურვილია თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და სასწავლო ლაბორატორიებით
პრაქტიკული და თეორიული სწავლების ინტეგრაცია , რასაც უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს, დასაქმების ბაზარზე მათ კონკურენტუნარიანს ხდის.
პრაქტიკა არის ერთადერთი საშუალება- მოახდინო თეორიული ცოდნის რეალიზაცია და აღმოაჩინო- რა იცი და რა შეგიძლია. სწორედ ამიტომ, ყველა სასწავლო პროგრამაში ინტეგრირებულია პრაქტიკული სწავლების კომპონენტი
მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამები სტუდენტობას კიდევ უფრო დაუვიწყარს ხდის. ჩვენი სტუდენტებისთვის კარი ღიაა ამერიკის, ჩინეთისა და ევროპის უნივერსიტეტებში.