ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა

085

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა

საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული, ანტრეპრენორული აზროვნების და მუხტის მქონე გლობალურად კონკურენტუნარიანი ბაკალავრი, რომელიც აღჭურვილია ანტრეპრენორობის, მარკეტინგის, მენეჯმენტის, ფინანსების მიმართულებით დარგის ტრანსფერული ცოდნით და უნარ-ჩვევებით და შეუძლია შექმნას, გაზარდოს და გააფართოვოს საკუთარი ან სხვისი ბიზნესი და შექმნას ღირებულება საკუთარი თავისთვის, საზოგადოებისთვის და მსოფლიოსთვის.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:

ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი

სწავლების ენა:

ქართული

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

წინამდებარე პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი, ან მასთან გათანაბრებული განათლების მქონე პირს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესების შესაბამისად.

კრედიტების რაოდენობა/სწავლის ხანგრძლივობა:

240 კრედიტი / 8 სემესტრი (სემესტრი მოიცავს 20 კვირას, აქედან სტანდარტულად: 15 კვირა ეთმობა სალექციო–სააუდიტორიო მეცადინეობებს, მ.შ. თეორიული ან პრაქტიკული ხასიათის ნაშრომის დაცვას, 1 კვირა - შუალედურ გამოცდებს, 1 კვირა - დასკვნითი გამოცდების კონსულტაციებს და შუალედური გამოცდების გადაბარებას, ხოლო 3 კვირა - დასკვნით და დამატებით გამოცდებს)

სწავლის შედეგები და მათი მიღწევის მეთოდები:

სწავლების პროცესის ორგანიზება მიზნად ისახავს ისეთი მეთოდების გამოყენებას, რომე­ლიც საბაკალავრო პროგრამის პრაქ­­ტიკული რეა­ლი­ზაციის შედეგად უზრუნველყოფს ბიზნესის ადმინისტრირების ბა­კალავრის აკადე­მიური ხარისხის შე­საბამისი ცოდნის და უნა­­­რე­ბის მიღწევას. პროგრამის მიზნების და სწავლის შედეგების რეალიზაცია ხდება სასწავლო კურსებში ლექციების (კლასიკური და ინტერაქტიული), ჯგუფში მუშაობის, პრაქტიკული მეცადინეობების საშუალებით, ასევე სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობის გზით, წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად კვლევითი ხასიათის პროექტის განხორციელების მეშვეობით, თეორიისა და პრაქტიკის ინტეგრაციის მიზნით პრაქტიკის ობიექტზე სამუშაო პროცესში მონაწილეობის შედეგად.

ლექციის დანიშნულებაა - სილაბუსით გათვალისწინებული თემების თეორიული გააზრება, განზოგადება, პრობლემურ დონეზე განხილვა და სტუდენტის უზრუნველყოფა შესაბამისი მეთოდოლოგიური ინფორმაციით და ტერმინოლოგიით. ლექციებზე ყურადღება კონცენტრირებულია განსახილველი საკითხის ძირითადი დებულებების გამოკვეთაზე, დასაბუთებული თეზისების ფორმულირებასა და მათ კრიტიკულ ანალიზზე. ჯგუფში მუშაობის/პრაქტიკული მეცადინეობის დანიშნულებაა - ლექციებზე მიღებული ცოდნის გაღრმავება და დაკონკრეტება, პრაქტიკული აპლიკაცია. სწავლებისა და სწავლის პროცესში გამოიყენება როგორც ვერ­ბა­ლუ­რი, ისე წე­რითი, როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური მუშაობის მეთოდები; დავალებათა შესასრულებლად და საკითხების ვიზუალიზაციისათვის შემოქმედებითად იქნება გამოყენებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, წიგნზე მუშაობის მეთოდი;

კონკრეტული მეთოდის ან მეთოდთა კომბინაციის შერჩევა დამოკიდებულია შესაბამისი სასწავლო კომპონენტით დასახულ მიზნებსა და სწავლის შედეგებზე, რაც დეტალურადაა აღწერილი სასწავლო კურსების სილაბუსებში.