085

ტურიზმი


ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამა მოწოდებულია მოამზადოს და ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარს მიაწოდოს ბიზნესის მართვის სფეროში მოღვაწე ეკონომიკისა და სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნების შესაბამისი განათლების მქონე მაღალზნეობრივი და მაღალკვალიფიცირებული, კონკურენტუნარიანი სპეციალისტები (ბიზნესის ადმინისტრირერების ბაკალავრები ტურიზმში), რომლებსაც ექნებათ ბიზნესში წარმატებული საქმიანობისათვის აუცილებელი ცოდნა, უნარები და კომპეტენციები. თავიანთი მოღვაწეობით ხელს შეუწყობენ საქართველოში ბიზნესის (ტურიზმის) განვითარებას და ღია, დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია
ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი ტურიზმში

სწავლების ენა:
ქართული

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
წინამდებარე პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი, ან მასთან გათანაბრებული განათლების მქონე პირს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესების შესაბამისად.

კრედიტების რაოდენობა/სწავლის ხანგრძლივობა
8 სემესტრი (სემესტრი მოიცავს 20 კვირას, აქედან სტანდარტულად: 15 კვირა ეთმობა სალექციო–სააუდიტორიო მეცადინეობებს, მ.შ. თეორიული ან პრაქტიკული ხასიათის ნაშრომის დაცვას, 1 კვირა - შუალედურ გამოცდებს, 1 კვირა - დასკვნითი გამოცდების კონსულტაციებს და შუალედური გამოცდების გადაბარებას, ხოლო 3 კვირა - დასკვნით და დამატებით გამოცდებს)

სწავლის შედეგები და მათი მიღწევის მეთოდები
სწავლების პროცესის ორგანიზება მიზნად ისახავს ისეთი მეთოდების გამოყენებას, რომე­ლიც საბაკალავრო პროგრამის პრაქ­­ტიკული რეა­ლი­ზაციის შედეგად უზრუნველყოფს ბიზნესის ადმინისტრირების ბა­კალავრის აკადე­მიური ხარისხის შე­საბამისი ცოდნის და უნა­­­რე­ბის მიღწევას. პროგრამის მიზნების და სწავლის შედეგების რეალიზაცია ხდება სასწავლო კურსებში ლექციების (კლასიკური და ინტერაქტიული), ჯგუფში მუშაობის, პრაქტიკული მეცადინეობების საშუალებით, ასევე სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობის გზით, წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად კვლევითი ხასიათის პროექტის განხორციელების მეშვეობით, თეორიისა და პრაქტიკის ინტეგრაციის მიზნით პრაქტიკის ობიექტზე სამუშაო პროცესში მონაწილეობის შედეგად.
ლექციის დანიშნულებაა - სილაბუსით გათვალისწინებული თემების თეორიული გააზრება, განზოგადება, პრობლემურ დონეზე განხილვა და სტუდენტის უზრუნველყოფა შესაბამისი მეთოდოლოგიური ინფორმაციით და ტერმინოლოგიით. ლექციებზე ყურადღება კონცენტრირებულია განსახილველი საკითხის ძირითადი დებულებების გამოკვეთაზე, დასაბუთებული თეზისების ფორმულირებასა და მათ კრიტიკულ ანალიზზე. ჯგუფში მუშაობის/პრაქტიკული მეცადინეობის დანიშნულებაა - ლექციებზე მიღებული ცოდნის გაღრმავება და დაკონკრეტება, პრაქტიკული აპლიკაცია. სწავლებისა და სწავლის პროცესში გამოიყენება როგორც ვერ­ბა­ლუ­რი, ისე წე­რითი, როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური მუშაობის მეთოდები; დავალებათა შესასრულებლად და საკითხების ვიზუალიზაციისათვის შემოქმედებითად იქნება გამოყენებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, წიგნზე მუშაობის მეთოდი;