ბიზნესის და ინჟინერიის სკოლა

085

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა მოწოდებულია სამივე დასახული მიმართულებით (ფინანსები, საგადასახადო–საბაჟო საქმე, მენეჯმენტი) მისცეს გაღრმავებული და ფართო დიაპაზონის ცოდნა, აღჭურვოს პრაქტიკული შედეგის მომტანი შემოქმედებითი კვლევის ინსტრუმენტებით, რათა მათ შეძლონ დასახული ამოცანებისა, პრობლემების ანალიზი, არგუმენირებული დასკვნის და ორიგინალური გადაწყვეტილების მიღება.
პროგრამა აერთიანებს მენეჯერ-ფინანსისტის საქმიანობას საბაჟო და საგადასახადო სფეროში. იგი თავისი ხასიათით და, კომპლექსური ბუნებით არის ინოვაციური და ერთადერთი საქართველოში, რომელიც ეფუძნება საქართველოში ჩამოყალიბებულ საბაჟო-საგადასახდი პრაქტიკას, ცოდნის-პრაქტიკისა და კვლევების ერთიანობას, დასავლეთში შექმნილ საგანმანათლებლო ღირებულებებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით საქართველოში 400 ათასზე მეტი რეგისტრირებული საწარმოა. ამ საწარმოთა თითოეულ რგოლს ესაჭიროება თანამედროვე ცოდნის და შესაბამისი უნარის მქონე სპეციალისტი. ეკონომიკის ზრდასთან ერთად საწარმოთა მართვა კვლავ დარჩება კურსდამთავრებულთა დასაქმების ყველაზე დიდი სფერო.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი

სწავლების ენა:
ქართული

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
წინამდებარე პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც ჩაირიცხება საერთო სამაგისტრო და სასპეციალიზაციო გამოცდების შედეგების საფუძველზე და ფლობს ინგლისურ ენას (B2-ის დონეზე) რაც დასტურდება ინგლისურ ენაში გამოცდის შედეგებით/შესაბამისი დონის დამატასტურებელი სერთიფაკატით.

კრედიტების რაოდენობა/სწავლის ხანგრძლივობა
120 კრედიტი / 4 სემესტრი (სემესტრი მოიცავს 20 კვირას, აქედან სტანდარტულად: 15 კვირა ეთმობა სალექციო–სააუდიტორიო მეცადინეობებს, მ.შ. თეორიული ან პრაქტიკული ხასიათის ნაშრომის დაცვას, 1 კვირა - შუალედურ გამოცდებს, 1 კვირა - დასკვნითი გამოცდების კონსულტაციებს და შუალედური გამოცდების გადაბარებას, ხოლო 3 კვირა - დასკვნით და დამატებით გამოცდებს)


სწავლის შედეგები და მათი მიღწევის მეთოდები
სწავლების პროცესის ორგანიზება მიზნად ისახავს ისეთი მეთოდების გამოყენებას, რომე­ლიც სამაგისტრო პროგრამის პრაქ­­ტიკული რეა­ლი­ზაციის შედეგად უზრუნველყოფს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის აკადე­მიური ხარისხის შე­საბამისი ცოდნის და უნა­­­რე­ბის მიღწევას.

პროგრამის მიზნების და სწავლის შედეგების რეალიზაცია ხდება სასწავლო კურსებში ლექციების (კლასიკური და ინტერაქტიული), ჯგუფში მუშაობის, პრაქტიკული მეცადინეობების საშუალებით, ასევე სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობის გზით, კვლევის დამოუკიდებლად განხორციელების მეშვეობით, თეორიისა და პრაქტიკის ინტეგრაციის მიზნით პრაქტიკის ობიექტზე სამუშაო პროცესში მონაწილეობის მეშვეობით.

პროფესორი შეიძლება იყენებდეს ნებისმიერ სხვა მეთოდს ამა თუ იმ კონკრეტული სასწავლო/კვლევითი ამოცანის შესასრულებლად.

კონკრეტული მეთოდის ან მეთოდთა კომბინაციის შერჩევა დამოკიდებულია შესაბამისი სასწავლო/კვლევითი კომპონენტით დასახულ მიზნებსა და სწავლის შედეგებზე, რაც დეტალურადაა აღწერილი შესაბამის სილაბუსებში.

სწავლების მნიშვნელვანი კომპონენტია სამაგისტრო ნაშრომი, რომელიც სამეცნიერო კვლევებზე არის დაფუძნებული.