ღია უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესის შესაბამისად.
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ღია უნივერსიტეტი მიიღებს პირველკურსელებს შემდეგ პროგრამებზე:
თოუს საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება | ჩასაბარებლი საგნები | ადგილების რ-ბა | წლიური საფასური |
ბიზნესის ადმინისტრირება | ქართული ენა და ლიტერატურა; ნებისმიერი უცხო ენა; ისტორია ან მათემატიკა | 500 | 2490ლ |
ტურიზმი | ქართული ენა და ლიტერატურა; ნებისმიერი უცხო ენა; ისტორია ან მათემატიკა |
500 | 2490ლ |
ჟურნალისტიკა | ქართული ენა და ლიტერატურა; ნებისმიერი უცხო ენა; ისტორია ან მათემატიკა |
300 | 2250ლ |
ინგლისური ფილოლოგია | ქართული ენა და ლიტერატურა; ნებისმიერი უცხო ენა; ისტორია | 300 | 2250ლ |
საერთაშორისო ურთიერთობები | ქართული ენა და ლიტერატურა; ნებისმიერი უცხო ენა; ისტორია ან მათემატიკა | 300 | 2490ლ |
სამართალმცოდნეობა | ქართული ენა და ლიტერატურა; ნებისმიერი უცხო ენა; ისტორია ან მათემატიკა |
500 | 2490ლ |
ჩარიცხვის პროცედურა:
აბიტურიენტი, რომელიც წარმატებით გაივლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს, აბიტურიენტთა რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში მიმართავს ღია უნის განცხადებით ჩარიცხვის თაობაზე და წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტებს:
აბიტურიენტი, რომელიც ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის განსაზღვრულ ვადებში არ წარმოადგენს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ საგანმანათლებლო დოკუმენტს ან სამხედრო გაწვევას დაქვემდებარებული
აბიტურიენტი, რომელიც არ წარმოადგენს სამხედრო მიწერის მოწმობას, შესაძლებელია ჩაირიცხოს უნივერსიტეტში მხოლოდ აღნიშნული დოკუმენტაციის უნივერსიტეტის მიერ დადგენილ ვადაში წარმოდგენის პირობით. დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ჩარიცხვის ბრძანება უქმდება შესაბამისი აბიტურიენტის ჩარიცხვის ნაწილში.
აბიტურიენტი, რომელიც ვერ მოხვდება რექტორის ბრძანებაში დადგენილ ვადაში უნივერსიტეტისადმი არმიმართვის გამო, უფლებამოსილია, მიმართოს ღია უნის ჩარიცხვის მოთხოვნით რექტორის ერთიანი აქტის გამოცემიდან მომდევნო წლის ივნისამდე. გაითვალისწინეთ: ამ გზით აბიტურიენტის ჩარიცხვა გამორიცხავს მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის გამოყენების შესაძლებლობას.
საკონტაქტო პირი: მარიამ ხინთიბიძე
ელ. ფოსტა: [email protected]
ტელ: 2 40 29 46