085

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვა

2020 წელს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მსურველები შეირჩევიან მხოლოდ ერთი ტიპის ტესტით. ტესტი კვლავ შედგენილი იქნება 4 ნაწილისგან: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა. 

საერთო სამაგისტრო გამოცდის გზამკვლევი იხ.https://naec.ge/uploads/postData/20-20/magistrebi/GZAMKVLEVI-11-MAISI.pdf


2020 წელს თბილისის ღია უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

საფეხური საგანმანათლებლო პროგრამა წლიური საფასური (ლარი) მისაღები ადგილების რ-ბა
მაგისტრატურა სისხლის სამართალი 2490ლ 40
მაგისტრატურა კერძო (ბიზნეს)  სამართალი 2490ლ 40
მაგისტრატურა ბიზნესის ადმინისტრირება 2490ლ 40
მაგისტრატურა საერთაშორისო ურთიერთობები 2490ლ 40
მაგისტრატურა ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოება 2950ლ 40

ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის კონკურსში  მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი პროფესიის მქონე ადამიანს, რომელიც საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარს გადალახავს საგამოცდო ტესტის 4 ნაწილიდან რომელიმე 3-ში მაინც.  ამასთან, თბილისის ღია უნივერსიტეტი  არ აწესებს კომპეტენციის უფრო მაღალ ზღვარს ტესტის რომელიმე ნაწილში  და არ განსაზღვრავს კონკრეტულად რომელ 3  ნაწილში უნდა იქნეს გადალახური ზღვარი.

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის პრინციპი.
ჩარიცხვის პროცესში უნივერსიტეტი  ბარიერგადალახულ  აპლიკანტებს  სამაგისტრო პროგრამაზე რიცხავს  მხოლოდ მის მიერ დანიშნული გამოცდების შედეგების მიხედვით.

ჩარიცხვის პროცედურა
მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა საერთო სამაგისტრო გამოცდა, უნივერსიტეტს მომართავს განცხადებით ჩარიცხვის თაობაზე და წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტებს:

  • პირადობის მოწმობის ასლი
  • ავტობიოგრაფია (CV)
  • ფერადი ფოტოსურათი 1 ცალი, ზომით 3 X 4 ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია დისკზე
  • სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის)
  • დიპლომის ასლი დამოწმებული ნოტარიულად
  • დიპლომის დანართი (ასლი).

სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა ჩააბაროს შიდასაუნივერისტეტო გამოცდები.

გამოცდა სპეციალობაში (იხილეთ ტესტის ნიმუშები):

ტარდება გასაუბრების სახით. სადაც მოწმდება კანდიდატის კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების უნარი , მისი პიროვნული უნარ-ჩვევები, ხოლო რეგულირებადი სპეციალობების შემთხვევაში მოწმდება ასევე დარგის ცოდნა.

გამოცდა ინგლისურ ენაში ტარდება ტესტირების ფორმით და კონკურსანტმა უნდა დაადასტუროს ენის ცოდნა B2 დონეზე.
იხილეთ ტესტის ნიმუში:

საკონტაქტო პირი: მარიამ ხინთიბიძე
ელ. ფოსტა: [email protected]
ტელ: 2 40 29 46