ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა

085

ფსიქოლოგია

ფსიქოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ორიენტირებულია ფსიქოლოგიის სფეროში, ბაკალავრის საქმიანობისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების მიღწევის უზრუნველყოფაზე, რომლის განხორციელება შესაძლებელია პროგრამის სხვადასხვა სასწავლო კომპონენტების შესწავლის საფუძველზე, უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოში განსაზღვრული ბაკალავრის კომპეტენციებისა და ფსიქოლოგიის ბაკალავრისადმი დასაქმების ბაზრის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

წინამდებარე საგანმანათლებლო პროგრამით ფსიქოლოგიის ბაკალავრის მომზადება მიმდინარეობს ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი და თავისუფალი სასწავლო კომპონენტების მეშვეობით. ძირითადი ცოდნის საკითხებს მოიცავს ფსიქოლოგიის სფეროს სავალდებულო და არჩევითი სასწავლო კურსები, აგრეთვე, სავალდებულოა პრაქტიკა და საბაკალავრო ნაშრომი. დამხმარე ცოდნის საკითხებს მოიცავს ბაკალავრის საქმიანობის ხელშემწყობი საუნივერსიტეტო სავალდებულო სასწავლო კურსები, ინგლისური ენის სავალდებულო კომპონენტი, აგრეთვე, მეორე არჩევითი ენის (ფრანგული, ჩინური) კომპონენტი და სხვა თავისუფალი სასწავლო კურსები.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
ფსიქოლოგიის ბაკალავრი

სწავლების ენა:
ქართული

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
წინამდებარე პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესების შესაბამისად.

სწავლის ხანგრძლივობა/კრედიტები
8 სემესტრი (სემესტრი მოიცავს 20 კვირას)/240 კრედიტი

სწავლის შედეგები და მათი მიღწევის მეთოდები
სწავლების პროცესის ორგანიზება მიზნად ისახავს ისეთი მეთოდების გამოყენებას, რომლებიც საბაკალავრო პროგრამის პრაქტიკული რეალიზაციის შედეგად უზრუნველყოფს ბაკალავრის (ფსიქოლოგიის ბაკალავრი) აკადემიური ხარისხის შესაბამისი ცოდნისა და უნარების მიღწევას. პროგრამის მიზნებისა და სწავლის შედეგების რეალიზაცია ხდება სასწავლო კურსებში ლექციების ჯგუფში მუშაობის, პრაქტიკული მეცადინეობების საშუალებით, ასევე სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობის გზით. ლექციები ინტერაქციულია. მათი დანიშნულებაა სილაბუსით გათვალისწინებული თემების თეორიული გააზრება, განზოგადება და პრობლემურ დონეზე განხილვა, სტუდენტებისთვის დამოუკიდებელი სწავლის ორიენტირების ჩამოყალიბება. ლექციებზე ყურადღება კონცენტრირებულია განსახილველი საკითხის ძირითადი დებულებების გამოკვეთაზე, დასაბუთებული თეზისების ფორმულირებასა და მათ კრიტიკულ ანალიზზე. სამუშაო ჯგუფში მუშაობის/პრაქტიკული მუშაობის დანიშნულება ლექციებზე მიღებული ცოდნის გაღრმავება და დაკონკრეტება და მისი პრაქტიკული აპლიკაციაა. აქ ხდება თეორიული მასალის გააზრება, მოსაზრებების ჩამოყალიბება და გაზიარება, კამათი და პოზიციის არგუმენტირება, კონკრეტული პრაქტიკული სამუშაოს შესრულება, პროფესიული საქმიანობის ჩვევების ფორმირება