ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა

085

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს დასაქმების ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მაღალი დონის კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება შემდეგ შემდეგი მიმართულებებით:

საბაკალავრო საფეხურზე:

  • საერთაშორისო ურთიერთობები;
  • ჟურნალისტიკა;
  • ინგლისური ფილოლოგია;
  • ფსიქოლოგია.

სამაგისტრო საფეხურზე:

  • ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა.

ასევე ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში ხორციელდება ქართულ ენაში მომზადების პროგრამა.

სკოლაში ხარისხიანი სწავლება უზრუნველყოფილია: ევროპის ქვეყნების გამოცდილებაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროგრამებით; მაღალკვალიფიციური, გამოცდილი მეცნიერებით დაკომპლექტებული აკადემიური პერსონალით (მათ შორის უცხოელი აკადემიური და მოწვეული სპეციალისტებით); საერთაშორისო გაცვლითი პროგრამებით მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში; ,,კონფუცის კლასით“, რომელიც სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას სწავლა გააგრძელონ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში; ზოგადად ადმინისტრაციის და კერძოდ სკოლის მოქნილი მენეჯმენტით; ულტრათანამედროვე კამპუსით, რაც სტუდენტს უქმნის მაქსიმალურ კომფორტს სწავლის პროცესში.