085

სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა არის აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხური, რომელიც ორიენტირებულია მოამზადოს ბაზარზე კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური იურისტი, რომელსაც ექნება შესაბამისი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები. სამართლის საბაკალავრო პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტის მომზადებაზე იურისტის რეგულირებადი პროფესიისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების, პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის გამომუშავებაზე.


პროგრამის განხორციელება უზრუნველყოფილია მაღალკვალიფიციური კადრებით. საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ კომპონენტებს უძღვება უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, სათანადო გამოცდილებისა და კომპეტენციების მქონე მოწვეული პერსონალი.


კვალიფიკაცია:
სამართლის ბაკალავრი (Bachelor of Law)
კრედიტი / ხანგრძლივობა:
240 კრედიტი / 4 წელი
სწავლების ენა:
ქართული


მიღების წინაპირობები:

პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესების შესაბამისად.

სამართლის საბაკალავრო პროგრამის მიზანია:


სტუდენტის მიერ ეროვნული სამართლის სისტემის ძირითადი თავისებურებების, სამართლის თეორიების, ინსტიტუტების, მატერიალური და პროცესუალური სამართლის ნორმების, სამართლის ძირითადი პრინციპების, ღირებულებების შესახებ ფართო ცოდნის დაუფლება საჯარო, სისხლის და კერძო სამართალში.


სამართლის სფეროში მიღებული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენების უნარის ფორმირება.

  • პრაქტიკული საქმიანობის პასუხისმგებლობითა და დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით, სამართლებრივი პრინციპებისა და ღირებულებების გათვალისწინებით განხორციელება.
  • უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის სტანდარტებისა და შრომის ბაზრის შესაბამისი სამართლის ბაკალავრის მომზადება, რომლის კვალიფიკაცია უზრენველყოფს მის კონკურენტუნარიანობას დასაქმების ბაზარზე.
  • სტუდენტისთვის მყარი საფუძვლის შექმნა ზედა საფეხურის აკადემიური პროგრამების უკეთ დაუფლებისათვის.
  • სწავლის შედეგები:

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული:

  • განსაზღვრავს და კრიტიკულად გაიაზრებს სამართლის არსსა და სისტემას, შესაბამის თეორიებს და მეთოდებს, წყაროებს (მათ შორის ქართული სამართლის ისტორიულ წყაროებს), სამართლებრივი სისტემების თავისებურებებს, საჯარო, სისხლის და კერძო სამართლის ძირითად ინსტიტუტებს, მატერიალურ და პროცესუალურ ნორმებს, პრინციპებს, ეროვნული და საერთაშორისო სამართლის თანაფარდობას;
  • აღწერს უფლების დაცვის სამართლებრივ მექანიზმებს, სამართალწარმოების სახეებს და პასუხისმგებლობის ზომებს;
  • გამოკვეთს სამართლებრივ პრობლემას და გადაწყვეტს მას შესაბამისი სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და სტრეტეგიისა და ტაქტიკის შემუშავების გზით, როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური პასუხისმგებლობით;
  • ადგენს სამართლებრივი შინაარსის დოკუმენტებს დადგენილი სტანდარტების გათვალისწინებით, მონაწილეობს სამართალწარმოების პროცესში;
  • ლოგიკური მსჯელობისა და ანალიზის საფუძველზე აყალიბებს სამართლებრივად დასაბუთებულ და ეთიკურ პოზიციასა და დასკვნას და მიზნობრივად გადასცემს ზეპირი და წერითი ფორმით, შესაბამისი საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  • რთული და გაუთვალისწინებელი პრობლემების გადაწყვეტის მიზნით სხვადასხვა წყაროებიდან მოიძიებს და აანალიზებს სამართლებრივად მნიშვნელოვან ინფორმაციას და ავითარებს თეზისს;
  • სასამართლო პრაქტიკის, საკანონმდებლო ცვლილებების და სამეცნიერო სიახლეების გაცნობის საფუძველზე ავითარებს საკუთარ ცოდნას;
  • იცავს პროფესიული ეთიკის ფარგლებს, ადამიანის უფლებებს და მოქმედებს სამართლებრივი ღირებულებების გათვალისწინებით.

სწავლა-სწავლების მეთოდები:

სწავლებისა და სწავლის პროცესში გამოიყენება როგორც ვერბალური და წერითი, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის მეთოდები; გამოიყენება ისეთი მეთოდები, როგორიცაა: ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი; ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება; პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL); შემთხვევის ანალიზი (Case study); გონებრივი იერიში (Brain storming); როლური და სიტუაციური თამაშები; დემონსტრირების მეთოდი და სხვა მეთოდები.

დასაქმების სფერობი და სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა:

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ექნება იმუშაოს ნებისმიერ იმ თანამდებობაზე, სადაც არ მოითხოვება სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული უფლებამოსილია, სწავლა განაგრძოს სამაგისტრო პროგრამით, რომელიც ორიენტირებულია შემდგომი დონის სპეციალისტის მომზადებაზე.