სამართლის სამაგისტრო პროგრამა

085

სამართლის სამაგისტრო პროგრამა

სამართლის სამაგისტრო პროგრამა ორიენტირებულია მაგისტრატურის სტუდენტის მომზადებაზე იურისტის რეგულირებადი პროფესიისათვის და სამართლის სფეროში საქმიანობისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების, პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის გამომუშავებაზე.

პროგრამა უზრუნველყოფს მაგისტრანტს მისცეს თანამედროვე იურიდიული განათლება ეროვნული და უცხოური სამართლის მიღწევების და ტენდენციების, ასევე საერთაშორისო და ეროვნული სამართლის ურთიერთმიმართების შესაბამისად.

სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხის შესაბამისი კომპეტენციების ჩამოყალიბება ხდება სამაგისტრო პროგრამით გათვალისწინებული, სხვადასხვა თეორიული, სამეცნიერო და პრაქტიკული კომპონენტების სინთეზის საფუძველზე, სავალდებულო კომპონენტების დაძლევის და ინტერესის შესაბამისად არჩევითი სასწავლო კურსების არჩევა ხდება სამაგისტრო პროგრამის სასწავლო გეგმის მიხედვით, სწავლების მეორე სემესტრში.

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სამართლის მაგისტრი

სწავლების ენა: ქართული ენა

სწავლის ხანგრძლივობა: 4 სემესტრი (120 კრედიტი)

მიღების წინაპირობები:

  • საერთო სამაგისტრო გამოცდების დადებითი შედეგით დაძლევის საფუძველზე.
  • შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების - სამართალსა და ინგლისურ ენაში (B2 დონე) ჩაბარება
  • საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე

პროგრამის მიზნები:

  • სტუდენტს მისცეს თანამედროვე იურიდიული განათლება და შესძინოს სამართლის სფეროს ღრმა და სისტემური ცოდნა სამართლის სისტემათა შედარების საფუძველზე;
  • გამოუმუშავოს მიღებული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში ეფექტურად გამოყენების და სამართლებრივი პრობლემების სამართლიანად დაბალანსების გზით ორიგინალურად გადაწყვეტის უნარი;
  • გამოუმუშავოს დამოუკიდებლად მეცნიერული კვლევის დაგეგმვისა და განხორციელების, აკადემიური და პროფესიული საზოგადოებისათვის საკუთარი სამართლებრივი მოსაზრებების და არგუმენტების გაზიარების უნარი ეთიკური სტანდარტების გათვალისწინებით;
  • სტუდენტმა გაიაზროს სამართლებრივი ღირებულებების მნიშვნელობა სამართალწარმოების პროცესში.

პროგრამის შედეგები:

  • სტუდენტი განმარტავს ქართული და უცხოური სამართლის არსებულ მდგომარეობას, განვითარების ტენდენციებს და პერსპექტივეს, ადგენს ეროვნული და საერთაშორისო სამართლის თანაფარდობას და ევროპის სამართლის გავლენას ქართულ კანონმდებლობაზე;
  • განსაზღვრავს მოსამართლის პროფესიული საქმიანობის განხორციელების ეთიკურ სტანდარტებს და აღიარებს მათი დაცვის მნიშვნელობას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში;
  • უახლესი ინფორმაციის ინოვაციურ სინთეზზე დაფუძნებულ კვლევის ეთიკურ შედეგებს და არგუმენტირებულ დასკვნებს უზიარებს სამეცნიერო და პროფესიულ საზოგადოებას აკადემიური ეთიკის პრინციპების დაცვით;
  • წარმართავს განვითარებაზე ორიენტირებულ საქმიანობას და დამოუკიდებლად ეუფლება სამართლის მეცნიერებისა და პრაქტიკის უახლეს მიღწევებს;
  • ითვალისწინებს სამართლებრივ ღირებულებებს და პრინციპების მნიშვნელობას მხარეთა ინტერესების და თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას შორის ბალანსის უზრუნველსაყოფად.

სწავლა-სწავლების მეთოდები:

სწავლებისა და სწავლის პროცესში გამოიყენება ვერბალური და წერითი, ინდივიდუალური, და ჯგუფური მუშაობის მეთოდები; აქტიურად იქნება გამოყენებული ისეთი მეთოდები, როგორიცაა: დისკუსია/დებატები, დემონსტრირების მეთოდი, შემთხვევის ანალიზის მეთოდი, გონებრივი იერიშის მეთოდი, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL).

მიღწევების შეფასება:

სასწავლო კურსების შესწავლისას სტუდენტის გაწეული შრომის შემაჯამებელი შეფასება ითვალისწინებს ორ შემადგენელ ელემენტს - შუალედურ და დასკვნითი გამოცდის შეფასებებს. შუალედური შეფასების ელემენტი დაყოფილია კომპონენტებად (ყოველკვირეული აქტივობა (სამუშაო ჯგუფში მუშაობა/პრაქტიკული მეცადინეობა), შუალედური გამოცდა, მცირე მოცულობის კვლევითი ხასიათის ნაშრომი (რეფერატი/პრეზენტაცია), რომლებსაც აქვთ თავისი პროცენტული წილი ამ ელემენტის ფარგლებში. შეფასების კომპონენტია ასევე იურიდიული კლინიკაში სტუდენტის მიღწევების და სამაგისტრო ნაშრომის შეფასება.

დასაქმების სფეროები და სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა:

სამართლის მაგისტრს შესაძლებლობა ეძლევა იმუშაოს ნებისმიერ იმ თანამდებობაზე, სადაც მოითხოვება სამართლის მაგისტრის ხარისხი და არ არის აუცილებელი სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება.