085

2021-04-29

ბიზნესი და ფსიქოლოგია - ახალი შესაძლებლობა ბიზნეს ადმინისტრირების სტუდენტებისთვის

რა არის ახალი თბილისის ღია უნივერსიტეტში?

ბიზნესის ადმინისტრირების განახლებული საბაკალავრო პროგრამა -  კიდევ ერთი სიახლე თბილისის ღია უნივერსიტეტისთვის, რომლითაც ის 2021 წელს მიღებულ სტუდენტებს შეხვდება. განახლებული პროგრამა პრაქტიკული საგნების მრავალფეროვნების გარდა, ახალი საინტერესო მიმართულების მაინორ პროგრამითაც გამოირჩევა. ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტებს ექნებათ შეაძლებლობა ფსიქოლოგიის მაინორ პროგრამის არჩევის, რაც თანამედროვე ბიზნეს სამყაროში უკვე დიდი ხანია მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

რა შესაძლებლობას მისცემს მაინორ პროგრამა სტუდენტებს?

პროგრამის ძირითადი აქცენტი და საგნების შემადგენლობა სრულად არის მორგებული ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამის პრაქტიკულ საჭიროებებზე. ფსიქოლოგიის მაინორ პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები შეისწავლიან:

  • ფსიქოლოგიას, როგორც ინტერდისციპლინარულ მეცნიერებას;
  • კოგნიტურ და სოციალურ ფსიქოლოგიას;
  • პიროვნების ფსიქოლოგიას
  • განვითარების ფსიქოლოგიას

ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამა კი სტუდენტებს თავის მხრივ შესძენს ცოდნას შემდეგი მიმართულებით: 

  • ფინანსები;
  • ინოვაცია და მეწარმეობა;
  • მარკეტინგი;
  • მენეჯმენტი;
  • ორგანიზაციული ქცევა და სხვა.

სტუდენტები, რომლებიც ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის პარალელურად აირჩევენ ფსიქოლოგიის მაინორ მიმართულებას, შეძლებენ გაიაზრონ და პრაქტიკაში გამოიყენონ ის მნიშვნელოვანი კავშირები, რაც ამ ორ დისციპლიანს შორის არსებობს. თანამედროვე ბიზნეს სამყარო კი აქტიურად იკვლევს და იყენებს ამ კავშირებს, რათა ორგანიზაციებმა ეფექტურად გამოიყენონ ფსიქოლოგიის მნიშნველოვანი ასპექტები განსაკუთრებით იმ მიმართულებებში, რომლებიც  ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფის წარმატებით მართვასა და მათ გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების მოხდენაზეა ორიენტირებული. მაგალითად: მენეჯმენტი, მარკეტინგი, ორგანიზაციული ქცევა, ადამიანური რესურსები მართვა და სხვა. შესაბამისად, ამ პროგრამის კურსდამთავრებულები დასაქმების ბაზარზე დამატებით კონკურენტული უპირატესობის მფლობელები იქნებიან.