085

2017-11-21

დათო ტურაშვილის სტუმრობა

თბილისის ღია უნივერსიტეტმა მწერალ დათო ტურაშვილს უმასპინძლა. ის სტუდენტებს კითხვის მნიშვნელობაზე, საკუთარ წიგნებზე და მუშაობის სპეციფიკაზე ესაუბრა. ღია უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ კითხვები დაესვათ თავიანთი საყვარელი ქართველი ავტორისთვის და ლიტერატურული რეკომენდაციებიც მიეღოთ მისგან.