085

2021-07-13

ინტერკულტურული მგრძნობელობა თბილისის ღია უნიევრსიტეტში

12 ივლისს, თბილისის ღია უნივერსიტეტმა ქართულ ენაში მომზადების პროგრამის სტუდენტების მიერ ჩატარებული კვლევის - „ინტერკულტურული მგრძნობელობა თბილისის ღია უნივერსიტეტში“ პრეზენტაციას უმასპინძლა.

კვლევის მიზანი იყო სხვადასხვა საგანამათლებლო პროგრამის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებში ინტერკულტურული მგრძნობელობის შეფასება და, საჭიროებისამებრ, სხვადასხვა სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით, რეკომენდაციების შემუშავება.

შეგახსენებთ, რომ ქართულ ენაში მომზადების პროგრამა ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობს და წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა სწავლა სასურველ საბაკალავრო პროგრამაზე  გააგრძელონ.