085

2021-06-02

Open Uni Talks - საჯარო ლექციების სერია ღია უნივერსიტეტისგან!

თბილისის ღია უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ ახალ პროექტს - Open Uni Talks - საჯარო ლექციების სერიას, რომელიც მოიცავს აქტუალურ და საინტერესო  თემებზე ცნობილი, გამოცდილი და პროფესიონალი სპიკერების მოწვევასა და მათი გამოცდილების სტუდენტებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის გაზიარებას. აქტივობები დაგეგმილია FB Live-ის ფორმატში.

პირველი შეხვედრის სტუმარი იყო ცნობილი ფსიქოლოგი ზურა მხეიძე, რომელმაც ისაუბრა თემაზე „შეცდომის დაშვების შიში და მოტივაცია სწავლის პროცესში.“ უფრო კონკრეტულად, გაიგებთ მეტს შემდეგ თემებზე:

- თვითდაშინება, როგორც სიყვარულის ბნელი მხარე
- საკუთარ თავთან საუბარი
- სიტყვა „მაგრამ“
- შეცდომა, როგორც ინფორმაციის წყარო
- როგორ გავუმკლავდეთ აბიტურიენტობის სტრესს
- დამოუკიდებლობაში მიღებული გადაწყვეტილებები

ვრცელი ვიდეო იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://www.facebook.com/watch/live/?v=897126114478479&ref=watch_permalink 

 Youtube არხი - https://www.youtube.com/watch?v=8OHDl4nCoOo;