085

2018-04-30

პოლონელი მეცნიერის ლექცია

თბილისის ღია უნივერსიტეტში ლოდზის უნივერსიტეტის მკვლევარისა და მეცნიერის, პოლონეთის ეკონომიკური ასოციაციის წევრის, „ამბიტნა პოლსკას“ ფონდის პრეზიდენტისა და თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის წევრის იანუშ ვჯინჩექის საჯარო ლექცია გაიმართა, სახელწოდებით: „ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებები, პოლონეთის დამოუკიდებლობის 100 წლისთავი.” მას თბილისის ღია უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები დაესწრნენ. ლექცია თბილისის ღია უნივერსიტეტში პოლონეთის კულტურის სამინისტროს ეგიდით გაიმართა.