085

2018-05-08

საერთაშორისო კონფერენცია

თბილისის ღია უნივერსიტეტისა და მისი პარტნიორი ლანჟოუს უნივერსიტეტის ორგანიზებით, თბილისის ღია უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, სახელწოდებით “ერთი გზა ერთი სარტყლის გლობალური პერსპექტივები.” კონფერენციაში ევროპისა და აზიის 10-ზე მეტი ქვეყნის 20 უნივერსიტეტის მაღალი რანგის აკადემიური წრეების წარმომადგენლები და საკითხით დაინტერესებული ექსპერტები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების გახსნას საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ძი იანჩი, ლანჟოუს უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი პან ბაოტიანი,  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ნოდარ ხადური დაესწრნენ.

ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში სამუშაო სესიებზე მოხსენებები, პრეზენტაციები და სხვადასხვა კულტურული ღონისძიება გაიმართა. კონფერენცია ჩინეთის საელჩოსა და თბილისის  ღია უნივერსიტეტის კონფუცის კლასის მხარდაჭერით ჩატარდა.