085

2017-10-24

საერთაშორისო კონფერენცია კონფუცში

თბილისის ღია უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გიორგი ამილახვარმა კონფუცის ინსტიტუტების მე-12 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება, რომელშიც 120 ქვეყნის 1000-ზე მეტი ინსტიტუტის დელეგატები მონაწილეობდნენ, ჩინეთის ქალაქ სიანში გაიმართა. 

კონფერენციის ფარგლებში ვიცე-რექტორმა შეხვედრები გამართა თბილისის ღია უნივერსიტეტის პარტნიორ ლანჯოუს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან და კონფუცის ინსტიტუტის სათაო ოფისის წარმომადგენლებთან; ასევე სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმება შედგა ამერიკის ,,ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტის“ ხელმძღვანელობასთან. დაიგეგმა სხვადასხვა ქვეყანაში წარმოდგენილი კონფუცის ინსტიტუტების რეგიონული შეხვედრის გამართვა თბილისის ღია უნივერსი

თბილისის ღია უნივერსიტეტი, მსოფლიოს 120 ქვეყნის 1000-ზე მეტ უნივერსიტეტში წარმოდგენილი კონფუცის ინსტიტუტების გლობალური ქსელის წევრია. 

თბილისის ღია უნივერსიტეტში მოქმედი კონფუცის კლასი სტუდენტებს საშუალებას აძლევს სრული დაფინანსებით სწავლა ჩინეთის წამყვან უნივერსიტეტებში განაგრძონ.