085

2021-09-02

სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალურ პროგრამაზე განაცხადების მიღება იწყება!

სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების სოციალურ პროგრამაზე ელექტრონული განაცხადების მიღება იწყება.

აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მქონე სკოლის კურსდამთავრებულების, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების, აზერბაიჯანულენოვანი/სომხურენოვანი სკოლის კურსდამთავრებულების, ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის სკოლადამთავრებულების, ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა და მკვეთრად/მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანების ან მათი შვილების, ობოლი (უდედმამო), მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილით), სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი, შეზღუდული შესაძლებლობის, აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირებისა და სოციალურად დაუცველი (ოჯახის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70000-ზე) - დაფინანსებას სახელმწიფო სასწავლო გრანტით. 

ონლაინ რეგისტრაციის თარიღები: 10 სექტემბერი - 1 ოქტომბერი

სარეგისტრაციო პორტალი: http://socreg.mes.gov.ge/login/ (ამოქმედდება 2021 წლის 10 სექტემბრიდან)

წყარო: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო