085

2021-09-09

სწავლის საფასურის გადახდის წესთან დაკავშირებით

2021-2022 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული სტუდენტების მიერ პირველი წლის სწავლის საფასურის 60%-ის გადახდა უნდა განხორცილდეს 22 სექტემბრის ჩათვლით.

სტუდენტი, რომელსაც მოპოვებული აქვს სახელმწიფო სასწავლო, სოციალური ან სხვა ტიპის გრანტი/დაფინანსება, იხდის სხვაობას სწავლის საფასურის დადგენილ ოდენობასა და მოპოვებულ გრანტს/დაფინანსებას შორის.

იმ სტუდენტებმა, რომლებიც ელოდებიან სწავლის საფასურის დაფინანსებას სახელმწიფო ან კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან და უნივერსიტეტში წარმოადგენენ დაფინანსების მომლოდინეობის დამადასტურებელ დოკუმენტს (განცხადების ასლი, ნომერი/შტრიხკოდი) უნდა გადაიხადონ წლიური სწავლის საფასურის 15%. ნაწილობრივი დაფინანსების მიღების შემთხვევაში, სტუდენტის მიერ გადახდილი თანხა გამოაკლდება მომავალი სემესტრების სწავლის საფასურს. სრული დაფინანსების მიღების შემთხვევაში კი გადახდილი თანხა დაუბრუნდება სტუდენტს.

სტუდენტები, რომლებიც 22 სექტემბრის ვადაში არ გადაიხდიან სწავლის საფასურს, ვერ შეძლებენ სასწავლო პროცესში ჩართვას 27 სექტემბრიდან. სტუდენტებს, რომლებიც 4 ოქტომბრამდე არ გადაიხდიან სწავლის საფასურს შეუჩერდებათ სტუდენტის სტატუსი.

 სწავლის დაწყებამდე, უნივერსიტეტი სტუდენტთან აფორმებს სასწავლო ხელშეკრულებას, რომელშიც გაწერილი სწავლის საფასურის გადახდასთან დაკავშირებული საკითხები და სტუდენტი ვალდებულია გაეცნოს და დაიცვას ხელშეკრულებით განსაზღვრული საფასურის გადახდის ვადები და პირობები.

სწავლის საფასურის გადახდის გზებისა და დეტალური ინსტრუქციის სანახავად, გთხოვთ, გაეცნოთ ლინკზე არსებულს ინფორმაციას.