085

2021-07-05

სტუდენტური კონფერენცია თბილისის ღია უნივერსიტეტში

თბილისის ღია უნივერსიტეტმა შიდა სტუდენტურ კონფერენციას უმასპინძლა, რომელშიც სამართლის, ბიზნესის, სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის სტუდენტები მონაწილეობდნენ.

მათ წარადგინეს წინასწარ შერჩეულ თემატიკაზე ხელმძღვანელებთან ერთად მომზადებული ნაშრომები.

თითოეული სკოლიდან გამოვლიდნენ გამარჯვებულებიც, რომლებიც თბილისის ღია უნივერსიტეტისგან ფასიანი პრიზებით დასაჩუქრდნენ.

თბილისის ღია უნივერსიტეტი დიდ მადლობა უხდის თითოეულ სტუდენტს აქტიურობისთვის.