085

2018-05-07

wings for life for run

თბილისის ღია უნივერსიტეტის გუნდი Wings for Life World Run 2018-ს შეუერთდა. მსოფლიო რბენა- ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში- 6 მაისს კახეთში, ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ წელს უკვე მეხუთედ გაიმართა. მსოფლიო რბენაში მონაწილეობა პროფესიონალმა და მოყვარული მორბენლებმა, ეტლით მოსარგებლე პირებმა მიიღეს. ღონისძიება ზურგის ტვინის დაზიანებათა მკურნალობის დაფინანსებას ისახავს მიზნად.