085

სპორტული კლუბი

სტუდენტური ცხოვრება, სასწავლო პროცესის პარალელურად, დამატებითი აქტივობების გარეშე წარმოუდგენელია. თბილისის ღია უნივერსიტეტი მაქსიმალურადაა ორიენტირებული სტუდენტების ინტერესებზე. შესაბამისად, მათ სწორედ თავიანთ სურვილებსა და ინიციატივებზე მორგებულ, სხვადასხვა მიმართულების: სპორტულ, კულტურულ თუ შემეცნებით კლუბს სთავაზობს, სადაც სტუდენტები საერთო ინტერესების ირგვლივ ერთიანდებიან. თემატური კლუბები, მაღალი ხარისხის აკადემიური ცოდნის პარალელურად, მათ თვითრეალიზაციისა და ინტერესების სფეროების განვითარების საშუალებას აძლევს.